• November

    27

    2023
  • 148
  • 0

ხატია დეკანოიძე – სრულიად მიუღებელი იყო ის განცხადება, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა, ეს ნიკა მელიას საყოველთაო დასჯას უფრო ჰგავდა

ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო ის განცხადება, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა და ეს ნიკა მელიას საყოველთაო დასჯას უფრო ჰგავდა, არ ვიცი, ეს იყო ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება თუ სხვა ადამიანებისაც, რომელთაც მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„როცა „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათ, ოპოზიციამ სერიოზული მაგალითი უნდა აჩვენოს, როგორ შეუძლიათ, განსხვავებული აზრის მიღება. მათ შორის, შიდაპარტიული დემოკრატიის სხვა სტანდარტების უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. არ მესმის, რა არის სამართლებრივად თავი ამოირიცხა. სამართლებრივად მსგავსი რამე არ არსებობს – ადამიანმა პარტიას განცხადებით უნდა მიმართოს. თავი ამოირიცხა და პარტიის გარეთ დააყენა, რას ნიშნავს? – ასეთი სამართლებრივი სტატუსი არ არსებობს. პარტიიდან გარიცხვის ფაქტი მაშინ ვნახე, როცა ძალიან პატარა ვიყავი და ეს ხდებოდა კომუნისტური პარტიის დროს, როცა გარიცხულ ადამიანებს გაზეთებში ბეჭდავდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება იმ პარტიამ მიიღო, რომელსაც პრეტენზია პროდასავლურ ღირებულებებზე აქვს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor