• December

    2

    2023
  • 76
  • 0
აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ისრაელის საკონსულოს წინ ერთ-ერთმა პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ისრაელის საკონსულოს წინ ერთ-ერთმა პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ისრაელის საკონსულოს წინ ერთ-ერთმა პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, მოქალაქემ ბენზინი გადაისხა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც „ბიბისი“ წერს, დემონსტრანტის ასაკი და სქესი ამ დროისთვის უცნობია.

ამასთან, დაშავდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც აქციის მონაწილისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის საკონსულოში ტრაგიკული უწოდეს იმ ფაქტს, „რომ ისრაელისადმი სიძულვილი ასეთი ფორმით გამოიხატა“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor