• December

    14

    2023
  • 128
  • 0

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს, ვერაფერს გამოვრიცხავ

სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ვერაფერს გამოვრიცხავ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია, შეწყალებასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“.

„არაფერს გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. შესაბამისად, ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ, რადგან პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამიტომ, უმჯობესია, მას დაუსვათ შეკითხვა, ვერაფერს გამოვრიცხავ. სააკაშვილს მისჯილი აქვს, თუმცა პროკურატურის განცხადება მოვისმინეთ, რომ გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს, ამიტომ დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor