• March

    23

    2024
  • 86
  • 0
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს ცესკო-ს დისკრედიტება, რაც არ გამოუვათ, ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს ცესკო-ს დისკრედიტება, რაც არ გამოუვათ, ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად

ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას ახლა დღის წესრიგში, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტება, რაც არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ იცის, რომ ბოლომდე აგებს არჩევნებს, პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ.

„ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. ასეთ პირობებში, მთელი მათი აქტივობები მიმართულია სწორედ დოსკრედიტაციისკენ. მეტი არაფერი არ აქვთ ხელმოსაჭიდი, შესაბამისად, მაქსიმალურად ეცდებიან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს, მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი, რათა მოახდინონ ცესკო-ს დისკრედიტაცია. გახსოვთ, რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი მოახერხეს, რადგან გაყალბებული არ იყო არჩევნები. გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ეს ყველაფერი გააყალბა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor