• April

    7

    2024
  • 111
  • 0
მამუკა მდინარაძე – საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე, ამას საქართველო აღარასდროს დაუშვებს

მამუკა მდინარაძე – საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე, ამას საქართველო აღარასდროს დაუშვებს

ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების მხარდაჭერა აქვს დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას. მამუკა მდინარაძის განმარტებით, დემოკრატია ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას.

„ქვეყნის კურსი ჩვენ კონსტიტუციით განვსაზღვრეთ და ზუსტად ვიცით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, ეროვნული იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე! ამას საქართველო აღარასდროს დაუშვებს!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor