• June

    12

    2024
  • 84
  • 0
გრიგოლ ლილუაშვილი – გამჭვირვალობის საკითხის პოლიტიზებამ შექმნა ერთგვარი „ბაბლი“, თითქოს ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში, სინამდვილეში, დავიძინებთ და გავიღვიძებთ საქართველოში

გრიგოლ ლილუაშვილი – გამჭვირვალობის საკითხის პოლიტიზებამ შექმნა ერთგვარი „ბაბლი“, თითქოს ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში, სინამდვილეში, დავიძინებთ და გავიღვიძებთ საქართველოში

იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, გამჭვირვალობის კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული, რომ შექმნა ერთგვარი „ბაბლი“, თითქოს ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, წარმოუდგენელია, გამჭვირვალობის კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.

„შეგიძლიათ მითხრათ, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს? დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი? დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ, საქართველო იმსახურებდა, ღირსეულად იმსახურებდა, ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და მოგვანიჭეს. რა შეიცვალა, გამჭვირვალობამ შეცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება, შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ეს ხომ ნონსენსია. იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, ამ კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული, ამ პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები, რომ ერთგვარი „ბაბლი“ შექმნა იმისა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor