• July

    11

    2024
  • 87
  • 0
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ შეეხება

რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ შეეხება

იმ პირებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, ამნისტიის არც ერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომელიც მას კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანება.

„ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ თანამდებობებს, რაც გირგვლიანის საქმეზე ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ, ამნისტიის არც ერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს. ოპოზიციაში ჭარბობენ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები. ეს ადამიანები არაერთგზის არიან გასამართლებული სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ დაუსვა წერტილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყოველგვარ სპეკულაციებს. დღეს მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო და უკვე სხვა წყაროებს აღარ იშველიებენ. აქედან ჩანს, როგორ დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომელიც მას სწორედ კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor