• July

    16

    2024
  • 73
  • 0
ბიძინა ივანიშვილი – ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა ჩვენ გვჭირდება არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება

ბიძინა ივანიშვილი – ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა ჩვენ გვჭირდება არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება

ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა ჩვენ გვჭირდება არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, საქართველომ შეუქცევადად უნდა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა.

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რათა საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor