• July

    24

    2024
  • 70
  • 0
„როიტერის“ და „იფსოსის“ გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი – 42 პროცენტი

„როიტერის“ და „იფსოსის“ გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი – 42 პროცენტი

„როიტერის“ და „იფსოსის“ სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს დონალდ ტრამპზე მცირე უპირატესობა აქვს.

გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კი – 42 პროცენტი.

„როიტერი“ წერს, რომ გასულ კვირაში, საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლამდე ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ორი პროცენტით ჩამორჩებოდა.

ახალი გამოკითხვა 22 და 23 ივლისს ჩატარდა. ჰარისი და ტრამპი 15-16 ივლისის გამოკითხვაში 44 პროცენტით თანაბარ პოზიციებზე იყვნენ, ხოლო ტრამპი 1-2 ივლისის გამოკითხვაში ერთი პროცენტული პუნქტით ლიდერობდა.

„როიტერი“ წერს, რომ გამოკითხვაში ცდომილება სამი პროცენტული პუნქტის ფარგლებშია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor