• August

    2

    2024
  • 84
  • 0
კრემლში განაცხადეს, რომ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გერმანიამ რუსეთის „ფეესბეს“ თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი გაათავისუფლა

კრემლში განაცხადეს, რომ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გერმანიამ რუსეთის „ფეესბეს“ თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიამ გუშინ ტყვეთა დიდი გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

ვადიმ კრასიკოვს ბერლინში 2019 წელს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რუსეთში კი აცხადებდნენ, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

პესკოვის თქმით, კრასიკოვი სპეცდანიშნულების რაზმ „ალფაში“ ვლადიმერ პუტინის დაცვის წევრებთან ერთად მსახურობდა.

„კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია, საინტერესოა, რომ როცა „ალფაში“ იყო, პრეზიდენტის დაცვის რამდენიმე წევრთან ერთად მსახურობდა, ბუნებრივია, გუშინ აეროპორტში ერთმანეთს მესალმნენ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor