• September

    7

    2024
  • 58
  • 0
რუსეთში, ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში დრონით იერიშის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში დრონით იერიშის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში დრონით იერიშის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

როგორც ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი აცხადებს, ღამით რაიონის თავზე დრონი ჩამოაგდეს, რომლის ჩამოვარდნის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი ფეთქებადსაშიშ საგნებს მოედო და დაიწყო დეტონაცია. ამასთან, რეგიონის მეთაური არ აკონკრეტებს, თუ სად ჩამოვარდა დრონი.

უკრაინულ და რუსულ „ტელეგრამ“ არხებში გავრცელებული ცნობებით, დრონი საბრძოლო მასალების საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor