• February

    5

    2025
  • 64
  • 0
ABC News – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე

ABC News – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.

ABC News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ დეპარტამენტი გეგმავს USAID-ის ყველა თანამშრომლისა და მათი ოჯახის წევრების აშშ-ში დაბრუნებას, რაც მიმდინარე კვირის შაბათამდე უნდა მოხდეს.

ამასთან, როგორც ABC News-ი წერს, სამშაბათს სააგენტოს ადმინისტრატორის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, პიტ მაროკომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თუ გამოყვანა ვერ დასრულდება, პროცესში სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.

„მათი ვაშინგტონში დამნაშავეებივით გამოძახება, მაშინ როცა ოჯახებსა და ლოგისტიკურ საკითხებს უნდა გაუმკლავდნენ, სასტიკია. ამ ადამიანებს ჰყავთ ბავშვები სკოლებში“, – განაცხადა USAID-ის ყოფილმა თანამშრომელმა ამერიკულ მედიასთან საუბრისას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor