
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული – „თუ ორივე მხარეს სურს ამ საკითხის მოგვარება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ უიტკოფმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა. „ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამ პროცესის დასაწყისში გაურკვევლობა იყო, ხშირად ვგეგმავდი მოსკოვში მოგზაურობას. ვფიქრობ, იქ წასვლა საკმარისად მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა უიტკოფმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საღამოს ესაუბრა უკრაინის დელეგაციას, რომლის










