
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.










