
ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება
თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დაუყონებლივ ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ შენობას ავარიულობის მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. „ჩვენ გაკეთებული გვაქვს მოკვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით. დეტალურად ვიცით, სად რა მდგომარეობაა. არ არის დარჩენილი არცერთი კორპუსი, სადაც










