
თბილისის ახალი სტადიონის ტენდერში კომისიამ გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადახედვა დაადგინა
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს. „იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა










