
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. „ბრალდებული ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისგან, კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების,










