
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
რევაზ სოხაძე – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით
საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით.










