
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
კახა კალაძე – ხალხისგან მხარდაჭერას, რაც კვლევამაც აჩვენა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ
დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 66,4% რომ უჭერს მხარს, ამას ამომრჩეველთან ყოველდღიური კომუნიკაციის დროსაც გრძნობს. „ამომრჩეველთან ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს და ამ მხარდაჭერას, რაც კვლევებმა აჩვენა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ.










