
კახა კალაძე – „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებზე განხორციელდება ახალი პროექტი, აღნიშნული მეტროსადგურები პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დაგრძელდება
„ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებზე განხორციელდება ახალი პროექტი, პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დაგრძელდება აღნიშნული მეტროები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დროც. „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროს პირველ ხაზთან დაკავშირებით. როგორც „ახმეტელის თეატრის“ მეტროსადგურზე, ასევე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი










