
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გია ვოლსკი – ალეკო ელისაშვილის განცხადება კონკრეტული გეგმაა, ეს გარკვეული მესიჯია იმ ხალხისთვის, ვინც საბოტაჟის რეჟიმს არჩევს
ალეკო ელისაშვილის განცხადებები ემოციისგან გამოწვეული არ არის და ემოცია არ განაპირობებს, ეს კონკრეტული გეგმაა, რომელიც გააჩნია იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ეს გარკვეული „მესიჯია“ იმ ხალხისთვის, ვინც საბოტაჟის რეჟიმს არჩევს და თბილისის ქუჩებში დაპირისპირებას გეგმავს. „რაც შეეხება მერიის სამსახურებისადმი ასეთ მოწოდებას და ასეთი მესიჯის გაშვებას, მათ საყურადღებოდ, ეს იმას ნიშნავს,










