
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სუს-ში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე ორი მოქალაქის დაკავების შესახებ უკრაინის საელჩო ინფორმირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ უკრაინის საელჩო ინფორმირებულია. როგორც სუს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, დაკავების შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს. „მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე, როგორც დანაშაულის










