
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართეს. უწყების ხელმძღვანელებმა ლიცეუმის წარმომადგენლებს, კადეტებსა და მათი ოჯახის წევრებს სასწავლებლის იუბილე და ახალი სასწავლო










