
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრზე თავდასხმა, რომელსაც „ჰამასი“ გეგმავდა, აღკვეთეს
ისრაელში ეროვნული უსაფრთხოების მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს. როგორც ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური იუწყება, იტამარ ბენ-გვირზე თავდასხმას დაჯგუფება „ჰამასი“ გეგმავდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბენ-გვირზე თავდასხმისთვის იგეგმებოდა დრონებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება. ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო კვირებში არმიასთან ერთად ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს „ჰამასის“ წევრები, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე,










