
დათო ქაქუთია : ,,საჭიროა ამ თემაზე მომუშავე ადამიანებთან შეხვედრა, ვისაც უყვარს ჟურნალისტიკა და არა ფული და პოპულარობა სკანდალის ხარჯზე – ამის დრო უკვე წავიდა….
საქართველოში მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის მიზანს ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა ეყრდნობოდეს პრინციპებს, რომელიც ფაქტებიდან გამომდინარეობს და ლოგიკურ დასკვნებამდე მიდის, იმის საპირისპიროდ, რასაც დღეს ვხედავთ, როდესაც სხვადასხვა არხებზე ადგილი აქვს აღქმებისა და მასობრივი ტყუილების ტირაჟირებას, უფრო მეტიც, ადგილი აქვს ნიუსების ,,გამოცხობას” ანუ არარსებულის არსებულად ქცევას. ამ საქმით ინტენსიურად










