
,,ქართული ოცნების” დასკვნით საარჩევნო ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილმა მყარად დაადასტურა მოღალატე ოპოზიციის გასამართლების საჭიროება
თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების” დასკვნითი საარჩევნო ღონისძიება დასრულებულია. შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს სცენიდან მმართველი პარტიის ლიდერებმა საკუთარი პოზიცია გააცნეს. საზოგადოებას ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, საპატიო თავჯდომარემ და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, რომელმაც ამომრჩეველს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ივანიშვილმა ისაუბრა მმართველი პარტიის გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას მხოლოდ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით










