
არჩევნებში ,,ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებით საქართველომ მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე მყარი ნაბიჯი გადადგა
ისტორიული 26 ოქტომბერი – ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით რჩება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სამშვიდობო პოლიტიკა გარანტირებულია. ასევე, გარანტირებულია მასშტაბური და უპრეცენდენტო რეფორმები, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შესძლო. გუნდმა, რომელმაც კრიტიკის, სანქციებისა და ბრალდებების მიუხედავად, პირველმა თქვა, რომ ქვეყანა ეროვნულ ინტერესებს დაიცავს და ამ იდეით ივლის ევროპულ გზაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის










