
ვალერი კვარაცხელია : ხელისუფლებას არ მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ, მაგრამ მოდის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რასაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო ჰქვია
,, ამ ორი რეგიონის მიტაცების შემთხვევაში რუსეთი სამუდამო მტერს იჩენს საქართველოს სახით, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში მთლიან საქართველოსთან პარტნიორობის პერსპექტივა უჩნდება, რაც ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მისთვის უაღრესად ხელსაყრელია. ეს ვითარება როგორც ჩვენთვის, ასევე რუსეთისთვის ეპოქალური შანსია, რომელიც სწორად დანახვისა და გამოყენების შემთხვევაში როგორც ერთ, ისე მეორე სახელმწიფოს გააძლიერებს”, – აცხადებს ვალერი კვარაცხელია.







