
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი – მხარს აღარ დავუჭერთ, აღარ დავაფინანსებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ინტერესებს, ძირს უთხრიან სუვერენიტეტს, აღარ დავემორჩილებით მათ ბიუროკრატებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას განსაზღვრავს იმის შესახებ, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. სტრატეგიული გეგმის შესავალში ნათქვამია, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი შეერთებული შტატებისა და მსოფლიოში აშშ-ის ადგილის, როლისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება. სტრატეგიული გეგმის პირველ მიზნად აშშ-ის ეროვნული სუვერენიტეტია დასახელებული. დოკუმენტის მიხედვით, ღია საზღვრებისა და გლობალური ინტეგრაციის










