
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სირიელი ქურთების სამხედრო მეთაურთან შეხვედრა გამართა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასაად ალ-შაიბანისთან და სირიელი ქურთების სამხედრო მეთაურთან, მაზლუმ აბდისთან ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა. „ჩვენ შევხვდით სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს და, ქურთების სახელით, გენერალ მაზლუმს. ეს იყო ისტორიული შეხვედრა. არავის გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ სირიის გამოწვევა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“, – აღნიშნა










