• February

      7

      2026
    • 92
    • 0
    „უოლ სთრით ჯორნალი“ – ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე

    „უოლ სთრით ჯორნალი“ – ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე

    ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს. გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ამერიკელ კოლეგებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ თეირანი არ დაეთანხმება ურანის გამდიდრების შეწყვეტას საკუთარ ტერიტორიაზე. ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ირანი მზად არის, იმსჯელოს გამდიდრების დონეზე და სისუფთავეზე. ქვეყანა ასევე არ გამორიცხავს რეგიონული კონსორციუმის შექმნას. „როიტერის“ წყაროს თქმით,

    • February

      7

      2026
    • 87
    • 0
    ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ, ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

    ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ, ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს. „ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ, ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ“, – განაცხადა ორბანმა. ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული. „წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას

    • February

      7

      2026
    • 58
    • 0
    მარკო რუბიო – რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი აფართოებენ ბირთვულ ძალებს, ჩვენ შევინარჩუნებთ საიმედო ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს

    მარკო რუბიო – რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი აფართოებენ ბირთვულ ძალებს, ჩვენ შევინარჩუნებთ საიმედო ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს

    ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ აშშ არ იქნება მშვიდად, „ვიდრე პეკინი და მოსკოვი თავიანთ არსენალს აძლიერებენ“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული. მარკო რუბიოს თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეერთებული შტატები მოუწოდებს მრავალმხრივი მოლაპარაკებებისკენ ბირთვული შეიარაღების

    • February

      6

      2026
    • 75
    • 0
    აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ირანის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა

    აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ირანის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში ირანის თავდაცვის მინისტრს, აზიზ ნასირზადეს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე ბაქოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. როგორც სააგენტო „აპა“ წერს, აზერბაიჯანის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა რეგიონში შექმნილი სიტუაციის გამო. „ჩვენ გვსურს მშვიდობა მთელ მსოფლიოში, სისხლისღვრისა და ომის გარეშე“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევმა

    • February

      6

      2026
    • 65
    • 0
    ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

    ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

    ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ირანის მხრიდან დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, აშშ-ის მხრიდან კი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობენ. ირანული მედიის თანახმად, ირანი მოლაპარაკებებს იწყებს მკაფიო გეგმითა და განსაზღვრული ჩარჩოთი, სადაც ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დათმობა თანდათანობითი და დაბალანსებული იქნება. ირანის მხრიდან მომლაპარაკებლების ძირითადი აქცენტი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზეა.

    • February

      6

      2026
    • 70
    • 0
    მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა მოხდა

    მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა მოხდა

    მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა სამხედრო მაღალჩინოსანს საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე. ვლადიმერ ალექსეევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor