
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„როიტერი“ – ვლადიმერ პუტინი ომიდან მამაკაცების, მათ შორის, მძიმე დანაშაულისთვის ყოფილი მსჯავრდებულების დაბრუნებას საფრთხედ მიიჩნევს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომიდან მამაკაცების მასობრივად დაბრუნების პერსპექტივას პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს, – ამის შესახებ „როიტერთან“ საუბარში, კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ თქვა. გამოცემის წყაროების თანახმად, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ომიდან, მათ შორის, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები მამაკაცების დაბრუნება პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და პრეზიდენტს ამ პროცესის ფაქიზად მართვა სურს, რათა თავიდან აიცილოს საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია.










