
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 313-ს მიაღწია, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად კი დაღუპულია, სულ მცირე, 300 ადამიანი
ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 313-ს მიაღწია. ინფორმაციას მედია ჯანდაცვის ადგილობრივ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის, 20 მცირეწლოვანია, დაშავებულთა რიცხვი კი 2 000-ს აღწევს. გავრცელებული ცნობით, შვიდი ადამიანი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. რაც შეეხება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელის დანაკარგებს, არსებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 300 და დაშავებულია 1 800-მდე ადამიანი.









