
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში ლგბტქ+ პრაიდის ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებ უნგრეთის ხელისუფლებას, ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების ნებართვა მისცენ. ორგანიზატორების ან მონაწილეების მიმართ რაიმე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სანქციების შიშის გარეშე. ლგბტქ+ თემს უნგრეთსა და მის ფარგლებს გარეთ ვუცხადებ: მე ყოველთვის თქვენი მოკავშირე ვიქნები”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.










