
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომის გამო, ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება ითხოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო, ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება ითხოვა. „ჩინეთთან ვსაუბრობთ, მაგრამ ომის გამო, აქ მინდა, ვიყო. მგონია, რომ აქ უნდა ვიყო. ამიტომ ვითხოვეთ, რომ შეხვედრა ერთი თვით გადაგვედო. მოუთმენლად ველოდები მათთან ერთად ყოფნას, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას.










