
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვიქტორ ორბანი აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს შეცდომად მიიჩნევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეცდომად მიიჩნევს აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ორბანის თქმით, ის მალე ეწვევა ვაშინგტონს, რათა დონალდ ტრამპთან განიხილოს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი. „ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაშენოთ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე.










