
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„სქაი ნიუსი“ – ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინაში ომის მოგება, უკრაინელების აზრით კი, დონალდ ტრამპი რუსეთის შეთავაზებული „ფანტასტიკური ბიზნესგარიგებებით“ მოხიბლულია
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინაში ომის მოგება. ამის შესახებ სტატიას „სქაი ნიუსი“ აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს განადგურების მიზანი არ შეუცვლია. „სქაი ნიუსი“ წერს, რომ რუსული ჯარების მიერ ბოლო დროს ბრძოლის ველზე განცდილ წარუმატებლობას პუტინის რწმენა










