
სებ-ი – საგადასახადო კოდექსში ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში და ტრანზაქციების შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს. საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების,









