
ოთარ შამუგია – მასშტაბური პროექტი, რომელსაც მთავრობა მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ირიგაციის და მიწის მართვის სისტემების განვითარებაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დაიწყო, საქართველოში ირიგაციის სისტემების გაუმჯობესებით, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის და მიწის მართვის პრაქტიკის დანერგვას. ოთარ შამუგიამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მასშტაბური პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო










