
ილია დარჩიაშვილი – კომუნიკაციაში ვართ ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან, ვეხმარებით სამკურნალოდ ჩასულ ბავშვებს, რათა დროულად მოხდეს სხვა ლოკაციაზე გადაყვანა ან საქართველოში დაბრუნება
ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი. საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საელჩო მაქსიმალურად ეხმარება ყველას, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს, ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში. „სპეცრეისებზე როდესაც ვსაუბრობთ, სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ










