
ლევან დავითაშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა. „10 ოქტომბერი რკინიგზელის დღეა. მინდა, მივულოცო საქართველოს რკინიგზის ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს პროფესიული დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ვუთხრა მადლობა გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად 151 წლის წინ ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი სატვირთო-სამგზავრო მატარებელი დაიძრა. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს რკინიგზას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს










