
სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა
სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოზურგეთისა და სოფელ მერიის საცხოვრისების ძირითად პრობლემას გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს, წვიმის შედეგად იტბორება სარდაფები, დაზიანებული ფასადების გამო ინესტება საცხოვრებელი ოთახები, სადაც ასთმით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ. „საცხოვრისებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ცხოვრობენ, თუმცა შენობის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი










