
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს – იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ
იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო








