
- By Keti Khomeriki
- In სამართალი, სიახლეები
სუს-ი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხაზს უსვამს სუს-ის, როგორც მთავარი უწყების მნიშვნელოვან წვლილს
ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. „ანგარიშში აღნიშნულია,









