
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული










