
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს – სამწლიანი პატიმრობა, ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს კი ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში. ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. მას ექსპერტიზის ყალბი დასკვნის დამზადება-გამოყენებაში ედება ბრალი. მოსამართლემ დაადგინა









