
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე, რასაც არ დაეთანხმა ადვოკატი. არჩილ დვალიშვილის თქმით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, რისი გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და










