• September

      15

      2023
    • 100
    • 0
    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სუს-მა საკითხის შესწავლა დაიწყო

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სუს-მა საკითხის შესწავლა დაიწყო

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით უწყებაში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. „საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, – აღნიშნულია განცხადებაში. აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის

    • September

      15

      2023
    • 61
    • 0
    სუს-ი – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ოძისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

    სუს-ი – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ოძისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

    მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ

    • September

      14

      2023
    • 97
    • 0
    სერგეი ლავროვის შვილის წინააღმდეგ, „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ნაწილის მიმართ კი სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა

    სერგეი ლავროვის შვილის წინააღმდეგ, „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ნაწილის მიმართ კი სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის წინააღმდეგ, „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან სასამართლომ ნაწილის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ნაწილის შემთხვევაში კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, იოსებ აბრამიძემ 13 პირიდან ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მხოლოდ სამი პირი ცნო და მათ მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა, დანარჩენი 10 პირი კი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია.

    • September

      13

      2023
    • 101
    • 0
    ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2 000 ლარი გასტაცა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა,

    • September

      13

      2023
    • 59
    • 0
    ოჯახის წევრის მიმართ გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

    ოჯახის წევრის მიმართ გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ყ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედას – 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების

    • September

      12

      2023
    • 109
    • 0
    სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

    სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ.გ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედება 2023 წლის 27 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტელეკომპანია ,,ფორმულას” დამფუძნებლის მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობა, სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმის გამოძიების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. „გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იქნა გამოძიების ყველა შესაძლო

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor