
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს, რევაზ იასაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარე იასაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც იასაშვილმა რამდენიმე პატიმარი „ავერსის“ კლინიკაში კვლევებისთვის აიყვანა, მან საბადრაგო მანქანაში არსებული ე.წ. საკნის კარი გასაღებით არ ჩაკეტა და გასაღები საბადრაგო ჯგუფის უფროსს არ გადასცა,









