
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
არჩილ დვალიშვილი – 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ
14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ. ამის შესახებ ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა. „აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას. 376-ე მუხლის პირველი ნაწილით არის ბრალდება გათვალისწინებული. ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას. ბუნებრივია, ცნობილი იყო, არასრულწლოვანი რომ იყო გარდაცვლილი, აქედან გამომდინარე ბრალდების ნაწილში აღიარებენ. ბრალდების ნაწილში აღიარებენ. სავარაუდოდ სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნება“,










